ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრება.
შეხვედრის დაწყების წინ, ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდის ხელშია ბერკეტი, რომ საარჩევნო სისტემა რეალურად შეიცვალოს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ხელისუფლების შეთავაზება 100/50-ზე არის კომპრომისული და სამართლიანი.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩებიც ესწრებიან.