"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი კობახიძე ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს.
კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომელიც მანდატების 110/40-ზე სისტემით გადანაწილებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრა უკვე დასრულებულია.