18 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ყინული დაძრულია, რეალური შესაძლებლობა ჩნდება რომ ფორმალური დიალოგი განახლდეს - მარიამ ჯაში

"ყინული არის დაძრული, რეალური შესაძლებლობა ჩნდება, რომ დიალოგი ფორმალური განახლდეს,"- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მარიამ ჯაშს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დადებითი მოლოდინები აქვს. 

"დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი, თუმცა კონკრეტული პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრმა, გია ჟორჟოლიანმა. 

"იყო მოსაზრება, რომელიც გამოთქვა "ქართულმა ოცნებამ." ეს მოსაზრება გულისხმობს მანდატების რაოდენობის ცვლილებას უფრო მეტი პროპორციულობისკენ ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელიც პროპორციულად 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, არ ექნება შესაძლებლობა შექმნას უმრავლესობა,“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანმა. 

დღის ამბები