18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
გაიმართება თუ არა მეხუთე რაუნდი  - ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას მათი წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიუბრუნდება

მეხუთე რაუნდის დანიშვნასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები აქვთ ოპოზიციაში. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და მოლაპარაკის მაგიდას სწორედ მათი გათავისუფლების შემთხვევაში მიუსხდებიან.

ხელისუფლების ოპონენტები კატეგორიულად აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი არ იქნება მათი მოთხოვნები გათვალისწინებული, მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდებიან.

"ჩვენი მთავარი წინადადება იყო, რომელიც შედგება ორი მთავარი და განუყოფელი ნაწილისგან. ეს არის მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა პროპორციულ არჩევნებთან და მეორე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ციხეებიდან და შეწყდეს პოლიტიკური ლიდერების დევნა და მათზე გამოცხადებული ნადირობა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

განცხადება გააკეთა პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

"ჩვენ შევთავაზეთ ზუსტად ეს ფორმულა, რომ სისტემამ უზრუნველყოს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ შექმნას მთავრობამ. ხელისუფლება ამაზე ზოგად საუბარს აცხადებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რითი იქნება ეს უზრუნველყოფილი და რამდენად მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი. ამის თაობაზე უახლოეს დღეებში შეიძლება კვლავ შედგეს აზრთა ურთიერთ გაცვლა, ეს არ  დიალოგის განახლება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

განცხადება საარჩევნო სისტემის შესახებ გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

"40%-მა უნდა დააკომპლექტოს 51%, ეს არის ჩემთვის გაუგებარი სქემა. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიამ უნდა შექმნას კოალიცია, თუ არ აქვს 51%,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

"ქართული ოცნების" ოპონენტების ნაწილი კი კომპრომისულ შეთანხმებამდე მისვლის აუცილებლობას ხედავს.

"თუკი იქნება დანიშნული მეხუთე რაუნდი, განხილული იქნება არა მხოლოდ დღემდე განხილული მოდელები, მათ შორის 100/50-ზე, არამედ სხვა ალტერნატივები, მათ შორის შეიძლება იყოს ეს 110/40-ზე. აზრები არის განსხვავებული. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები