იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა მოწოდებულია იმისაკენ, რომ მოიძებნოს კომპრომისი.
"ჩვენი ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ვმონაწილეობდით მოლაპარაკებების პროცესში, ან ისინი, ვინც ხელისუფლების მხრიდან გუშინ, გუშინწინ მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, ყველა არის მოწოდებული იმისკენ, რომ მოძებნილი იქნეს კომპრომისი.
თუკი ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება დასანანი, იმიტომ, რომ დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ჩვენ ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას.
თუ მოკლე ვადაში ვერ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, არსებული მოდელის ფარგლებში წარვმართავთ კამპანიას," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.