18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
რუსეთის მხრიდან მსგავსი არგუმენტების წამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ პატივს არ სცემენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას - NGO-ები

რუსეთის ულტიმატუმთან ბრძოლისთვის საქართველოს ხელისუფლება ისევ საერთაშორისო სამართლის გზას ირჩევს.

ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ რუსეთი კომპენსაციას გადაიხდის ისე, როგორც არაერთი უარყოფის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუდასტურდა კანონდარღვევა იმ ასობით მოქალაქესთან მიმართებაში, რომელთა დეპორტაციაც წლების წინ განხორციელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მესამე სექტორი განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი არგუმენტების წამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი პატივს არ სცემენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"რუსეთმა ჯერ თანხა უნდა გადაიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს საქართველოს ეროვნულ დონეზე შესაბამისი მექანიზმის შესრულების ვალდებულება. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი არგუმენტების წამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი პატივს არ სცემენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ლის შესრულებაც უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის და რეალურად გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება," - აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნინო ჯომარჯიძემ.

ენჯეოები ევროსასამართლოს იმ მექანიზმებზეც საუბრობენ, რომელსაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ თანხის არ გადახდის შემთხვევაში გამოიყენებენ. 

"ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის სავალდებულო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისათვის. ამიტომ რუსეთი ვალდებული და იძულებული იქნება გადაიხადოს ეს კომპენსაცია. არ გადახდის შემთხვევაში კი ევროსაბჭოს აქვს მექანიზმები, რაც ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება. ეს შეიძლება იყოს ხმის მიცემის ჩამორთმევის უფლება და ა.შ. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ აუცილებლად მოუწევს გადახდა,"- განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა. 

დღის ამბები