18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივა ყველაზე მეტად სჭირდება მსოფლიოს - დევიდ ბოიდი

გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ ორგანიზებული კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ხელს შეუწყობს შეასრულონ გარემოს დაცვის სფეროში მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ღონისძიებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებისგან დიდი ძალისხმევა და მუშაობაა საჭირო.

"ეს არის ახალი ფორმატი, რომელსაც საქართველო ქმნის. ეროვნულ კანონმდებლობაში სათანადო დონისთვის, საკითხები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, ამას დიდი მუშაობა დასჭირდება წევრი ქვეყნებისგან,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დევი ბოიდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინიციატივა მთელს მსოფლიოს სჭირდება, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივა.

"საქართველოს, როგორც თავმჯდომარის ინიციატივა ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მთელს მსოფლიოს და ევროპის კონტინენტს," - განაცხადა დევიდ ბოიდიმ.

დღის ამბები