18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთან ერთად სირიაში არსებული ვითარება განიხილეს

სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ონურ სევინის შეხვდა.

თურქეთის მხარემ მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია იმ მოვლენებზე მიაწოდა, რომელთა შედეგად რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ იერიში განხორციელდა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქეთის წარმომადგენელს დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის - თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.

დღის ამბები