ე.წ კომენდატის საათის პირველი ღამე საქართველოში. თბილისის დღისითაც კი თითქმის უკვე ცარიელი ქუჩები, ღამით მანქანებისა და ადამიანებისგან მთლიანად დაიცალა.
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში ყველა სახის გადაადგილება დასჯადი გახდა. ამ პერიოდში დაკეტილია სასურსათო მაღაზიებიც - მუშაობს მხოლოდ აფთიაქები. ჯარიმა საკმაოდ დიდია - ფიზიკურ პირზე 3 ათასი, იურიდიულზე 15 ათასი. კანონის განმეორებითი დარღვევა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაგებით ხვდება. მათი თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რისთვისაც მზად არიან წესებს მაქსიმალურად დაემორჩილონ.