18 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ყველას მიზანია გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს სახელმწიფო კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში ფუნქციონირებს.

გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია, ვირუსთან ბრძოლის პროცესში ეკონომიკას ზიანი არ მიადგეს.

"საქართველოს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვენლოვანი არის მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ თოთოეული ის ლარი, რომლის მობილიზებაც ბიუჯეტში მოხერხდა დღეის მდგომარეობით.

ეს გახლავთ კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში ჩვენ დღეს ვმუშაობთ და ეს გამოყოფილი თანხები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახდინოთ და დავიჭიროთ ბალანსი, როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების შენარჩუნების თვალსაზრისით. ყველას მიზანია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები