18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
დაწესებული შეღავათი ელექტროენერგიის ნაწილში 1 200 000 ოჯახს, ხოლო გაზის ნაწილში 671 000 ოჯახს შეეხება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ბიზნესისა და საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად ახორციელებს კორონავირუსის გამო შექმილი კრიზისის დროს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, დაწესებული შეღავათი ელექტროენერგიის ნაწილში შეეხება 1 200 000 ოჯახს, ხოლო გაზის გადასახადი 671 000 ოჯახს. 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებს:

"ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც არის მიმართული კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები