18 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
იგეგმება უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარება - ირაკლი კობახიძე 2 მილიარდიანი დაფინანსების დეტალებზე 

"ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ "დღის კურიერის" ეთერში იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად მთავრობა ბიზნესსა და მოქალაქეებს გაუწევს.  

ირაკლი კობახიძის თქმით, წესდება შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის მოხმარებაში რომელიც 200 ერთეულიანი ზღვარით განისაზღვრა. მისი განმარტებით მთავრობის ამ კრიტერიუმით გათვლა მოწყვლად ოჯახების შერჩევაზე გააკეთა.

"რაც უფრო მცირეა მოხმარება მით უფრო მოწყვლადია შესაბამისი ოჯახი, აქედან გამომდინარე ხარჯვაა ყველაზე სწორი კრიტერიუმი იმის დასადგენად ვინ საჭიროებს დახმარებას.  მარტის გადასახადის გადახდა ხდება აპრილის თვეში, შესაბამისად წესით არავის უნდა ქონდეს, როდესად მოვა ქვითარი იქ იქნება ასახული სოციალური დახმარება, რომელსაც მოქალაქე იღებს ხელისუფლების მხრიდან,"- განაცხადა ირაკლინ კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ისაუბრა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების შესაძლო დახმარებაზე და განაცხადა, რომ დეტალებზე მსჯელობა მონაცემების დაზუსტების შემდეგ იქნება შესაძლებელი:

"უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებთან დაკავშირებით მარტის თვის მონაცემები დაახლოებით 15 აპრილისთვის იქნება, აპრილისა 15 მაისს. ეს მოგვცემს გაანგარიშების შესაძლებლობას, იმის მიხედვით რა საერთო სურათი გვექნება, ჩვენ შეგვეძლება უკვე დეტალებში ვიმსჯელოთ დახმარების მოცულობაზე და ფორმაზე. დღეს ამის საშუალება არაა ობიექტური მიზეზების გამო,"- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეკონომიკური გამოწვევები იქნება როგორც ტურისტულ ასევე სხვა სფეროებშიც შესაბამისად  2 მილიარდის გადანაწილება ბიზნესისა და მოქალაქეების საჭიროებების შესწავლის შედეგად მოხდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ 2 მილიარდის მობილიზება სხვადახვა მიმართულების ხარჯების დაზოგვით მოხდება,  მათ შორის შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯებიც. ამასთან თანხების აკუმულირებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც.

დღის ამბები