18 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი და დამატებითი მექანიზმები, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს დაეხმარება - ამ თემებზე სასაუბროდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეოკონფერენცია გამართა.

ზალკალიანი 8 ქვეყნის საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ესაუბრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

დღის ამბები