18 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს, ერთადერთი რაც გააკეთა, ეს არის კომუნალური გადასახადების დაფარვა - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს.

როგორც გოცირიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, იქმნება ილუზია, რომ ბიუჯეტში არსებობს 2 მილიარდი, რითაც მოსახლეობას დაეხმარებიან.

"მთავრობას არ აქვს ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ გუშინ ვერაფერი ვერ გავიგეთ, ვინაიდან არის სხვადასხვა რიცხვებზე საუბარი. ახლა ორ მილიარდს ახსენებენ. გუშინ გულისყურით ვუსმენდი მთავრობის წევრების განცხადებებს, თუმცა მთავრობას ჯერ კონკრეტული არავითარი გეგმა არ აქვს, ერთადერთი რაც გააკეთა, ეს არის კომუნალური გადასახადების დაფარვა 3 თვის განმავლობაში. დანარჩენი, რეალურად რა უნდა გაკეთდეს მომავალში, არ ჩანს.

ისეთი ილუზია იქმნება თითქოს ბიუჯეტში არის 2 მილიარდი და ამის გამოყენებას აპირებენ ბიზნესისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისათვის. არადა ეს ასე არ არის. ფაქტობრივად ეს არის რაღაც ნაჯამი რიცხვებისა, რომელიც ბიუჯეტთან კავშირში არ არის.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ამ ორი მილიარდიდან ½ მილიარდი არის იმ პირველ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც იყო ტურიზმთან დაკავშირებით შეთავაზებული. ტურიზმის გეგმა კი იყო 600 მილიონი ლარის წინმსწრებად დაბრუნება ბიზნესისათვის დღგ-ს სახით, ანუ განახევრდა უკვე ფაქტიურად, ½-დან წაიღო 600 მილიონი დღგ-მ. თურმე ეს არის ბანკების მიერ, დაახლოებით 100 მილიონი გადავადებული სესხი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის და ბანკების ეს აქცია ამ 2 მილიარდიან პაკეტში ჩადეს.

სად არის ხელშესახები, რეალური ფული, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება?!

მშიერი მოსახლეობა ამ იზოლაციის პირობებში ფაქტობრივად ამოწურავს თავის მატერიალურ და სასურსათო მარაგს და მას არავითარი თანხები არ დარჩება არსებობისათვის," - განაცხადა რომან გოცირიძემ "დღის კურიერში" საუბრისას.

დღის ამბები