15 მილიონი ლარი სჭირდება ინტერნეტ ვაუჩერების შეთავაზებას. ტელევიზორში ჩატარებული ლექცია ვის გაუგონია?! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რპმან გოცირიძემ დღის კურიერში სტუმრობისას განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, აუცილებელია სასწავლო პროცესი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდეს.
"გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ძალიან უნდათ არ ჩაიშალოს სასწავლო პროცესი და აკადემიური წელი არ გამოცხადდეს. დარჩენილია 3 თვე და შესაძლოა დაიკარგოს ერთი წელი. რატომ უნდა გაკეთდეს ეს, როდესაც შესაძლებელია და 15 მილიონი ლარი სჭირდება ინტერნეტ ვაუჩერების შეთავაზებას. ტელევიზორში ჩატარებული ლექცია ვის გაუგონია?! ისეთი კარგი ლექციებია იუთუბში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ინტერაქტივი თუ არ იქნა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ისე არ გამოვა.
მე ვარ უნივერსიტეტის პროფესორი შავი ზღვის და ონლაინ მაქვს ჩემს სტუდენტებთან კავშირი, მაგრამ ის ხარისხი არ არის, რასაც მე აუდიტორიაში ვაღწევ.
სოფელში 10 000- 20 000 ბავშვს ინტერნეტი არ აქვს. კარგია ტელეგაკვეთილები, მაგრამ ეს არი არის საკმარისი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.