სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. 400-ზე მეტ გვერდიან დოკუმენტში საუბარია, ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ადამიანის უფლებების და თავისიუფლების მხრივ ქვეყანაშია.
სისტემურ პრობლემად სახელდება სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. 128 განცხადებიდან უმეტესობა პენიტენციური დაწესებულებების და პოლიციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩისა და ია კერზაიას საქმე.
ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და გამოვლენილ ხარვეზებს.