18 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ხელისუფლება მთლიანად მართავს სიტუაციას, საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია - ირაკლი კობახიძე სააღდგომო ღვთისმსახურებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე სააღდგომო ღვთისმსახურებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდს საპატრიარქოსთან დაწყებული აქვს მოლაპარაკებები და ხელისუფლება მთლიანად მართავს სიტუაციას.

"ხელისუფლება მთლიანად მართავს სიტუაციას და ამ მართვის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია ეს.

შესაბამისად, ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობისა და ეკლესიის ინტერესებშია.

გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება და ამის საფუძველი იქნება, კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები