პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დავალებებს აძლევს. ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობა. ეკონომიკურმა გუნდმა კი, უნდა შეიმუშაოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბიზნესის მხარდასაჭერად.
გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო სხდომაზე გამოაცხადა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მანამდე კი დიმიტრი ხუნდაძემ, მოსალოდნელ მძიმე სცენარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო სცენარის წინასწარ დაზღვევა უნდა მოხდეს.
"დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მატება გვაქვს, ასევე არსებობს სცენარი, რომელიც შესაძლოა ცუდად გვხდება ყურში, მაგრამ ეს არის რეალური.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როდესაც ყველაზე მეტი დაწოლა ჯანდაცვის სფეროზე წამოვა, ანუ, როდესაც წინა ხაზს სრულად დაიკავებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ამიტომ, დღეს სხდომაზე გვექნება კიდევ ერთი საკითხი, რომ რევიზია გავაკეთოთ ჯანდაცვის სექტორის და ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის მძიმეც უნდა იყოს დაზღვეული,"- აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.