სამოქალაქო მოძრაობაის ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა კორონავირუსისგან თავის დასაცავად სპეციალური აპლიკაცია წარადგინა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ქვეყანაში არის ის, რომ შიდა გავრცელების საფრთხის წინაშე ვდგავართ. შიდა გავრცელების პრევენციისთვის კი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ჩვენს მიერ შემოთავაზებული აპლიკაციის ამოქმედება, რომელიც მოხალისეთა ჯგუფის მიერ შემუშავდა.
ის, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქმის კურსშია დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. ჩვენ მზად ვართ, მათი თანხმობის შემთხვევაში, აპლიკაციას სრულყოფილი სახე მივცეთ და ავამოქმედოთ.
ეს პროგრამა შიდა გადაცემის პრევენციისთვის ბრძოლას 10-ჯერ უფრო ეფექტურს გახდის,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მოდელის უპირატესობებზე ასევე სამოქალაქო მოძრაობის წევრმა, ზურაბ მუნჯიშვილმა ისაუბრა.
"ჩვენი კონცეფცია ძირითადად მიმართულია ე.წ დაბინძურებული ზონების გაწითლებაზე და მომხმარებლის ინფორმირებაზე თუ რომელ ზონას უნდა მოერიდოს. სრული ინფორმაცია მათემატიკურ მოდელსა და კონცეფციაზე მოცემულია საიტზე -civilo.ge. ჩვენი მოდელი ითვალისწინებს საქართველოში არსებულ რეალობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია დაინფიცირების შესაჩერებლად. მზად ვართ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ,"- განაცხადა ზურაბ მუნჯიშვილმა.