18 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს გააგრძელებს ფუნქციონირებას - პრემიერი ონლაინ გაყიდვებზე

მოთხოვნა არის - დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც დააასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საშუალება ექნება ფუნქციონირება გააგრძელოს. 
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, შეზღუდვებისა და წესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
 
"დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე - ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ, პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი," -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები