ეკომომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორს მიმართა. მინისტრის განცხადებით, დღეს ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად კონურენტუნარიანი და მოთხოვნადი, რომელიც ყველაზე მეტად უსაფრთხო იქნება.
"მერწმუნეთ, ახალი პერიოდი მოდის ახლა ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში და საქართველოს ეკონომიკაში. ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად კონკურენტული, რომელიც იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო, ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად მოთხოვნადი. ეს იქნება ახალი კრიტერიუმი და ჩვენ ყველაფერ ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო, დახვდეთ მომზადებულები ამ პერიოდს. სხვაგვარად ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები და როგორც სხვა ყველაფერში, მათ შორის ვირუსთან ბრძოლაში ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით წინ ვუსწრებთ მსოფლიოს, ამაშიც გავუსწროთ წინ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით,"- განაცხადა ნათია თურნავამ.