18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
"აგარის შაქრის" აღორძინება მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ვეცდებით ქარხანა 2 თვეში მწყობრში ჩადგეს - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ყველა ბერკეტს აამოქმედებს იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. 

"ასევე, ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. 

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ასევე დღეს გაჟღერდა არის, ერთი კონკრეტული მაგალითი ადგილობრივი ბიზნესის -"აგარის შაქრის" კომბინატის აღორძინება. ​ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ საკუთარი რესურსით, თითქმის 50%-მდე ვუზრუნველვყოთ, ჩვენი ბაზრის მოთხოვნა ბაზარზე. 

ვიმუშავეთ ინვესტორებთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან და უკვე მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ისე, რომ 2 თვეში ეს ქარხანა მწყობრში ჩადგეს. ყველაფერთან ერთად კი ეს ნიშნავს, 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას. უახლოეს დღეებში მე და ლევან დავითაშვილი საწარმოს ვესტუმრებით და გავეცნობით ადგილზე თუ როგორ წავა განახლებისა და რემონტის სამუშაოები,"- განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები