18 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობის საკრედიტო-საგარანტიო სქემა სოფლის მეურნეობის და სურსათის სფეროში დასაქმებულ კომპანიებზეც გავრცელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით დამაიმედებელი მდგომარეობაა და შეზღუდვები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ექსპორტის კუთხით გარკვეული პრობლემებია. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის მარაგი იყოს რეგიონებშიც, განსაკუთრებით კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გავრცელების ზონებში.

ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში კომპანიებისთვის 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებას გულისხმობს. მინისტრის თქმით ეს დახმარება გავრცელდება სოფლის მეურნეობის და სურსათით მომარაგების სფეროში დასაქმებულ კომპანიებზეც.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა სასურსათო ჯაჭვის ზოგიერთი სუბიექტისთვის მუშაობის ნებართვის მიცემაზე, რომლებიც მთავრობის თავდაპირველი დადგენილების გამონაკლის შემთხვევებში ვერ მოხვდნენ, მათ შორისაა დამხმარე მასალების საცალო რეალიზაციის სფერო.  მინისტრის თქმით მთავრობის დადგენილებაში არის სპეციალური დათქმა, რომელიც ოპერატიულ შტაბს აძლევს უფლება-მოსილებას, რომ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ექნებათ გაწერილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი სტანდარტები დაცული, შეეძლებათ საქმიანობაზე ნებართვის მიღება.

"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მივიღებთ ამ განაცხადებს დავამუშავებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის რომ წარედგინოს ოპერატიულ შტაბს იმ კომპანიების ნუსხა, რომლებიც ინდივიდუალურ რეჯიმში არასექტორულ რეჯიმში შეძლებენ ოპერირებას," - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები