18 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
თანხა, რომელსაც მთავრობა დახარჯავს გაშვებული ადამიანების მხარდაჭერისთვის, დააკლდება თქვენივე ბიზნესების განვითარებას - კაკულია ბიზნესსექტორს

"როდესაც ასეთ კრიზისში შედიან ქვეყნები, მათ აქვთ ყოველთვის სამი ტიპის სცენარი - ყველაზე ცუდი, საშუალო და ყველაზე კარგი," - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ "დღის კურიერის" სტუმრობისას განაცხადა.  

"ამ შემთხვევაში, ყველაზე ცუდიდან უნდა წამოხვიდე, იმიტომ, რომ როდესაც უკეთესი იქნება მდგომარეობა, დამატება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ როდესაც წინასწარ დაიგეგმები და მერე რესურსი აღარ გექნება, ცხადია ვერ განახორციელებ," - აცხადებს რომან კაკულია. 

ამასთან, რომან კაკულია იმ ბიზნესსექტორს მიმართავს, რომელთაც შექმნილ ვითარებაში სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუხდათ. 

"მეტი აქცენტის გაკეთება იმ ადამიანებზე ვინც დარჩება უმუშევარი, იყო სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ერთი რამ მინდა ბიზნესს ვუთხრა, ყველა ის თანხა, რომელსაც მთავრობა დახარჯავს თქვენგან გაშვებული ადამიანების მხარდაჭერისთვის, დააკლდება თქვენივე ბიზნესების მომავალი განვითარების პერსპექტივას.

ეს დაიმახსოვროს ყველამ ძალიან კარგად. იმიტომ, რომ მთავრობას დიდი არჩევანი არ აქვს.  ცხადია როდესაც საშემოსავლოს გადამხდელთა რაოდენობა დაკონკრეტდება, იქ დაკონკრეტდება სწორედ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც დააკლდა ხელფასი და მერე ორიენტაციისთვის ეს კარგი პარამეტრი იქნება," - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები