18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ბოლნისში ადგილობრივმა ექიმებმა COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტი და კონტაქტები დროულად გამოავლინეს - მკაცრი კონტროლი გრძელდება  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონაში ადგილობრივი ექიმები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის შემოწმებას განაგრძობენ.

ქვემო ბოლნისში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი ექიმმა ია გოგიძემ გამოავლინა. ის უკვე რვა წელია, სოფელში ექიმად მუშაობს. კარდაკარ შემოვლის დროს, ექიმებმა ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც გამოავლინეს, რომლებზეც სპეციალისტებმა დროული დაკვირვება დაიწყეს.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა და ია გოგიძემ ამისათვის ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისგან პაატა იმნაძისგან მადლობა მიიღეს.  

დღის ამბები