18 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებს დაწესებული შეზღუდვები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზეც გაავრცელოს

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა სუბიექტზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განხორციელების პროცესზეც.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დარღვეევბზე რეაგირება და უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, როგორც ქვეყნის შიდა სამართლიდან, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე.

"შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით გაზრდილია ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობა, სწორი ბალანსირება მოახდინოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის და ერთი უფლების რეალიზების მიზანშეწონილი და პროპორციული შეზღუდვით გადაარჩინოს სხვა უფლებები მოსპობისა და განადგურებისაგან. ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ზომად მთელ მსოფლიოში ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვაა მიჩნეული და სწორედ ასეთ შეზღუდვებს ითვალისწინებს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაც,ხელისუფლება ვალდებულია ეს შეზღუდვები თანაბრად და სრულფასოვნად გაავრცელოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა სუბიექტზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განხორციელების პროცესზეც, რათა გადაარჩინოს ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამის უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს როგორც ქვეყნის შიდა სამართლიდან, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. შექმნილ სიტუაციაში ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ხელისუფლების უპირველეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები