18 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
უცხოეთში ჩარჩენილი მოქალაქეების საკითხზე დავით ზალკალიანმა დიასპორის კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა

უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ჯერ კიდევ ელოდება.

სხვადასხვა ქვეყნებში მყოფების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

საუბარი იყო მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში საქართველოს მისიების და დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების დახმარებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში 4000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

"ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სრულყოფილი ინფორმაცია და ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც შეიძლება განახორციელოს ერთად პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები