ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, გარდაცვლილ ქალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც, ექიმების ძალისხმევა მისი გამოჯანრთელების შესახებ, წარუმატებელი აღმოჩნდა.
"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახის წევრებს. მას სხვადასხვა თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა და ვირუსის ფონზე მას ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ქალბატონი ცნობილი კლასტერიდან იყო და ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით მოკვლევებს, იმისათვის, რომ დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ამ კლასტერის შესახებ.
მინდა წარმატებები ვუსურვო ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს რაზეც ვართ ორინტირებულები.
რაც შეეხება საავადმყოფოებს, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს გარკვეული გეგმა. ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონალურ სექტორს და ვნახულობთ ობიექტების მზაობას.
აჭარის სამინისტრო გეგმავს, რომ სამშაბათს სტაციონარმა გარკვეული პაციენტები მიიღოს. ეტაპობრივად იზრდება, როგორც სტაციონარის სიმძლავრე, ასევე მისი შესაძლებლობები,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება პორტსმენს, მისი ინფიცირების შესახებ ინფირმაციას ჯანდაცვის მინისტრი ჯერ ვერ ადასტურებს.
"სპორტსმენის შესახებ ინფორმაციას და სხვადასხვა პროცედურას დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძიებს, ჩვენ ვცდილობთ, არ გავცეთ ხოლმე პერსონალური ინფორმაცია და აქედან გამომდინარე უნდა დავეყრდნოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ისინი იძლევიან, ინფომაციას მისი ინფიცირების შესახებ ჯერ ვერ გიდასტირებთ,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.