ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო მარაგების მხოლოდ 2 კვირის რესურსია დარჩენილი, თუმცა აღნიშნა, რომ სახელწიფო მარაგების შევსებაზე მუშაობს.
ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ტესტების ხარისხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ტესტები შედეგიანია და მათი საიმედოობაც საკმაოდ მაღალია.
"დღესდღეობით საქართველოში ოქროს სტანდარტის ტესტებია და ეს არის PCR ტესტები, საიდანაც ერთ-ერთი არის სტანდარტული, რომლის მოქმედების ხანგრძლივობაც 4-დან 6 საათამდეა. მეორე არის სწრაფი ტესტი, რომელიც პასუხს საათ-ნახევარში იძლევა. ორივეს ხარისხი მაღალია და მისი საიმედოობა 98%-ია,"- განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შევსებაზე სახელმწიფო ყოველდღიურად მუშაობს.
"რაც შეეხება აღჭურვილობას, ჩვენ ამ ეტაპისათვის გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ სახელმწიფო მარაგების შევსებაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ის პრიორიტეტი, რომ ექიმები სრულიად დაცულები უნდა იყვნენ, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად გვაქვს ახალი კონტრაქტები და შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურად ივსება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.