18 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ეს ხალხი პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს - გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებაზე

გიორგი გახარია ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს.

მთავრობის მეთაურმა მათ მოუწოდა, ვინაიდან რეისის ორგანიზებას ვერ ახერხებენ, ამისთვის განკუთვნილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ.

"რამდენიმე კვირაა, ჭორაობენ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა, არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თუ თავი არ აქვთ, რეისისთვის რა ფულის დახარჯვასაც აპირებდნენ, გადარიცხონ ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები