18 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა - გიორგი გახარია

20 ივნისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას გიორგი გახარია გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრი, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა.

"გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა. პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები