18 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა - პრემიერმა აჭარის სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა

​კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ერთვება, - საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.

სამედიცინო დაწესებულებას უკვე გადაეცა 9 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ აუცილებელია.

საავადმყოფო სამედიცინო აპარატურით და საწოლებით უახლოეს დღეებში აღიჭურვება და სრულად იქნება მზად პაციენტების მისაღებად.

ახალი კლინიკის სრული აღჭურვა აპრილის ბოლომდე დასრულდება და ის ერთდროულად 170-მდე  პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საავადმყოფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს მძიმე პაციენტებს ყველა მიმართულებით.

პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად ასევე დაათვალიერა კლინიკა "მედემერჯენსი", რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო.

კლინიკა "მედემერჯენსი" სრულად აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, ექიმებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით, პირადი დაცვის საშუალებებით და ის ერთდროულად 50 პაციენტის მიღებას შეძლებს.

აჭარის რეგიონში უკვე გამოყოფილია 2 "ცხელების ცენტრი". ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ, მიმართონ მათ რეგიონში არსებულ ცხელების ცენტრებს, სადაც ჩაუტარდებათ დიაგნოსტირება და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. უშუალოდ COVID 19-ის მქონე პაციენტებისთვის ბათუმსა და ქობულეთში ორი საავადმყოფოა გამოყოფილი.

დღის ამბები