ამერიკაში კრიზის ცენტრმა დაიწყო მუშაობა. ორგანიზაცია უცხოეთში მყოფ ქართველებს პირველად დახმარებას გაუწევს.
კორონავირუსის სიმპტომების მქონე 100-მდე პაციენტმა ცენტრს უკვე მიმართა. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც. კრიზისული ცენტრი ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციამ დააფუძნა.
"ერთი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი პაციენტი გვყავს, აქედან 5 მძიმედ იყო და უკვე გადაიყვანეს კლინიკებში. დანარჩენი 95 საშუალო სიმძიმისაა და სახლში ვუწევთ კონსულტაციებს. მათ პრეპატარებით ვამარაგებთ. ჩვენ გვაქვს პირველადი დახმარებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი. ცხელი ხაზი, რომელზეც ყველას შეუძლია დაგვიკავშირდეს,"- აცხადებს ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის დამფუძნებელი, ინა ასანიძე.