18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებას მოუწოდებს

ენმ ხელისუფლებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებას მოუწიდებს. საუბარია მიზნობრივ ვაუჩერზე, რომელსაც სოფლად მცხოვრები ადამიანები სასოფლო სამეურნეო საჭიროებისათვის დახარჯავენ.

ვაუჩერიებს პროგრამა ხელისუფლებას 132 მილიონი ლარი დაუჯდება. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ახლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების დახმარება განსაკუთრებით აუცილებელია.

"ვთავაზობთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი, რომელიც ბიუჯეტს შესაძლოა 132 მილიონი ლარი დაუჯდეს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ასეთი გამოცდილებები აქვს ჩვენს ქვეყანას არაერთი სტიქიისა და სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ადამიანების დახმარება," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა. 

დღის ამბები