"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისარგებლოს მათი შეთავაზებით უფასო ავიარეისებთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ დარჩენილი ქართველები სამშობლოში დააბრუნოს.
პარტიის სახელით დღეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება ისევ ძალაშია.
"უკრაინული ავიაკომპანია მზად არის განახორციელოს რეისები სრულიად უფასოდ. იმისათვის, რომ ავიაკომპანიამ რეისის განხორციელება შეძლოს, სასწრაფოდ საჭიროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს : იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და პოლონეთის სამინისტროებს, რომ "სკაი აფს" მიეცეს შესაზლებლობა რეისები განახორციელოს,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.