18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს - მიზეზი COVID 19-ის საფრთხეა

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს. მიზეზი COVID19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაა.

თბილისის მერიას 300 მიკროავტობუსი 29 მილიონ ლარად უნდა შეეძინა. დედაქალაქის მერი სხვა პროექტების შეჩერებასაც აანონსებს.

"სამწუხაროდ ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და ბევრ პროექტზე უნდა ვთქვათ უარი. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, შეჩერდება და ბევრი სხვა პროექტი სამწუხაროდ იქნება შეჩერებული," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები