საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, პანდემიის წინააღმდეგ და თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება თანადგომა და დახმარება, დამატებითი წვლილი შეიტანოს.
საქართველოს პროკურატურა, ასევე, გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უწევენ