18 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
დაგეგმილი სპეცრეისების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდებათ - დავით ზალკალიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სპეცრეისების შესახებ ისაუბრა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

მინისტრმა ის გრაფიკი დაასახელა, როდესაც სპეცრეისებია დანიშნული და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა ბილეთები ორი დღით ადრე უნდა შეიძინონ. 

დავით ზალკალიანი ამბობს, დაგეგმილი სპეცრეისების შესახებ  მოქალაქეებს ინფორმაციას პერიოდულად მიეწოდებათ. 

"სპეცრესიების მიმართულებით ასევე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი, საქართველოს 130-მდე მოქალაქე დაბრუნდა. აქაც მინდა იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე და ამის გამო მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ის მოქალაქეები, რომლებიც იდგნენ რიგში, მათი ჩანაცვლება ამ მოქალაქეებით.

10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი, 130 მოქალაქე დაბრუნდება, ასევე 12 და 14 აპრილს, შესაბამისად, ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება და ასევე პრემიერ მინისტრის დავალებით, რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ კიდევ სამი დამატებითი რეისი დაინიშნა მათ შორის თელავივიდნ, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება და რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს. რა თქმა უნდა, კიდევ ვმუშაობთ დამატებით სპეცრეისების შესახებ და ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.   

დღის ამბები