იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და არქივის დისტანციური სერვისებს შესახებ იუსტიციის მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, სანოტარო მომსახურების მიღება უკვე 9 ადგილზეა შესაძლებელი:
"ყველა ის მომსახურება, რომელსაც აღსრულება ეწევა საცხოვრებელ მისამარტზე მისვლის გზიტ ეს ვერ განახლდება, დანარჩენი ყველა საქმიანობა აღსრულებამ აღადგინა გამარტივებული წესით, ელექტრონულად, ორშაბათს. ამას მოჰყვა სანოტარო დროებითი ბიუროები, ჩვენ დღეს დაგვემატა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სანოტარო ბიუროები. დღეისათვის 9 ადგილას იღებენ მოქალაქეები სანოტარო მომსახურებას, დღეს უკვე თელავის იუსტიციის სახლში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში კახეთის რეგიონისთვის სანოტარო მომსახურება აღდგა, ასევე, ოზურგეთის ქორწინების სახლის სივრცეში, ასევე ახალქალაქში იუსტიციის სახლში. მანამდე ქუთაისში ზუგდიდში და ბათუმში განახლდა სანოტარო მომახურება და თბილისში 3 ადგილას: უზნაძის 2-ში, თბილისის იუსტიციის სახლის ქორწინების სახლსა და ეროვნულ არქივში,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, დროებით სანოტარო ბიუროებს სხვა სივრცეებიც დაემატება და განიტვირთება ის ხალხმრავლობა, რომელიც აღნიშნულ ობიექტებზეა. წულუკიანის თქმით, სანოტარო ბიუროებს არ მიეცემათ საქმიანობის განახლების შესაძლებლობა თუ ნოტარიუსს არ აქვს დისტანციურად თერმოსკრინინგის შესაძლებლობა.
"რაც უფრო სწრაფად აღიჭურვებიან ინდივიდუალური ნოტარიუსები, მით უფრო მეტი ადგილი გაჩნდება, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.