საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში, საქართველოს საელჩოსთან მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. კონკრეტულად იმ ფაქტს, როდესაც საელჩოსთან შეკრებილი საქართველოს მოქალაქეების დასაშლელად სპეცრაზმი მივიდა.
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ფაქტზე რეაგირბა პოლონეთის ხელისუფლებამ მოახდინა და არა საქართველოს საელჩომ. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების შეკრება აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში, საქართველოს საელჩოსთან შეკრებილები მოქალაქეები ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
"ეს იყო კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პოლონეთის ლოტის რეისზე, ლოტმა ოთხი დღით ადრე და ორი დღით ადრე, როგორც იყო ჩვენთან მოლაპარაკებები გახსნა ბილეთების შეძენის თარიღი და 37 ბილეთი გაიყიდა იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი და შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. როგორც კი ეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, მყისიერად მოხდა რეაგირება, შევაჩერეთ ლოტი და დარჩენილი 70-ზე მეტი ბილეთი უკვე წავიდა თავისუფალ გაყიდვაში. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრია მსურველი, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება, და ონლაინ როდესაც შედიან ეს მოქალაქეები ბილეთების შესაძენად, ძალიან სწრაფად ხდება ამ ბილეთების ათვისება, ამიტომ ბუნებრივია იქ დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც ვრ მოახერხეს და ვერ მოასწრეს და მათ გამოხატეს უკმაყოფილება. მაგრამ უკმაყოფილებაზე რეაგირება ეს იყო პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან და არა საქართველოს საელჩოს მხრიდან რეაგირება. პოლონეთში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, იქ არის აკრძალული გარკვეული რაოდენობის ადამიანების თავყრილობა. პოლიცია, რომელიც იცავს საელჩოს შენობას, დაინახა ადამიანების თავშეყრა, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.