18 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ბოლნისის მოდელის განვითარება სხვა რეგიონებში არ განიხილება - ეკატერინე ტიკარაძე

ვირუსის გავრცელების დაუდგენელი წყაროების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ბოლნისის მოდელის განვითარებას და გამოყენებას ამ ეტაპზე სხვა რეგიონებში არ აპირებენ.

"საბჭომ იმსჯელა და ბოლნისის მოდელის განვითარება სხვა რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის საყურადღებო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების გამოკვლევა და დღეს საღამოს ჩვენ ისევ შეიძლება შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელზეა დამოკიდებული, გახანგრძლივდება თუ არა კარანტინის რეჟიმი.

დღის ამბები