"ევროპული საქართველოს" რეკომენდაციები მთავრობას- თუ როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა მძიმე ვითარებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის- პარტიის წევრების აზრით,აუცილებელია ჩასაბარებელი საგნის გამოცდების შემცირება.
ასევე განხილული უნდა იყოს ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვერსიაც.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ აბიტურიენტების გამოცდები ერთამდე უნდა შემცირდეს.
"უნდა შემცირდეს გამოცდების რაოდენობა და იყოს მხოლოდ 1 გამოცდა. ასევე ყველაგან ყველა სკოლაში უნდა მოეწყოს საგამოცდო ცენტრები, რადგან მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული,"- განაცხადა სერგო რატიანმა.