18 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს - წულუკიანის თქმით, რაიმე კონკრეტული მექანიზმის ამოქმედება ჯერჯერობით არ იგეგმება

შეიცვლის, თუ არა საარჩევნო გეგმებს კორონავირუსი - მოსალოდნელ სცენარებზე იუსტიციის მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება.

"დღევანდელი პროგნოზი არ უკავშირდება ამ თარიღის ცვლილებას. ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება მაღალი გამჭვირვალობის დემოკრატიული არჩევნები, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრჯერ ყოფილა. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ მდგომარეობა გაუარესდება რიცხვები მოიმატებს, ეს არ არის საოცარი სიახლე, ეს არის ლოგიკური ჯაჭვი ვირუსის განვითარების. მთავარია მთავრობამ გავაგრძელოთ თანმიმდევრული მუშაობა იმისთვის, რომ სწორი წესები ჰქონდეს საზოგადოებას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები