18 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - პრემიერმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა  

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ 1898 წლის 9 აპრილს მომხდარიი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა. მან დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღესაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას საზგადოება და იმ ერთიანობისკენ მოუწოდა, რომელიც 31 წლის მოქალაქეებში არსებობდა. 

"31 წლის  წინ, 9 აპრილს 1989 წელს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუცა უდიდესი იმედიც. ეს იმედი განხორციელდა, ყველას კარგად გვახსოვს უკვე 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს კიდევ და კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული. მე მინდა როგორც ქედი მოვიხარო თითოეული წინაშე, ასევე თითოეულ ჩვენ მოქალაქეს დღეს უკვე სხვა ბრძოლაში მოვუწოდო გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 91 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები