"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხება ძალაში დარჩება და მმართველი გუნდი დანაპირებს შეასრულებს.
როგორც ნიკა მელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, პანდემიის გამო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები შეჩერებულია, თუმცა მელიას შეფასებით, ხელისუფლება ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებს.
"მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა არის ურთულესი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ელჩების აქტიური თანამონაწილეობით, უნდა იქნეს ხორცშესხმული და ხელი ვერ უნდა შეუშალოს ვერცერთმა ფორსმაჟორულმა მდგომარეობამ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებს შექმნილ რთულ, ეპიდემიურ მდგომარეობას, იმისათვის, რომ რაიმე სახით არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მის გეგმებს არ მოემსახურება, ან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოემსახურება.
დღეის მდგომარეობით მხოლოდ შემიძლია იმედი დავიტოვო, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ არ გატეხს სიტყვას.
დღეს პოლიტიკური პროცესები მეორე, მესამე და მეოთხე პლანზეა გადასული და ვიწრო პარტიული ინტერესების დრო ახლა არ არის. თუმცა დღე არ გავა ისე, რომ ხელისუფლებამ ზუსტად ვიწრო პარტიული ინტერესის ნაბიჯს არ გადადგას.
რამდენი მუნიციპალიტეტის არჩევითი მერი გაადაყენეს. გუშინ ქუთაისის მერს ხმა არ ამოუღია. სოციალურ ქსელში დაუწერეს და აუტვირთეს. ჭიღვარიას არტიკულირებული რომელიმე გზავნილი ვინმემ მოისმინა?! - არა რა თქმა უნდა. ასევე გაგახსენებთ ბახტაძეს, რომელსაც ხმა არ ამოუღია.
ივანიშვილი არჩევნებისთვის ემზადება. უზენაესი სასამრთლოს მოსამართლე ისე დანიშნა, რომ არც არავის ჰკითხა. ყველაფერი დახურულია, 50 000-მდე მოვაჭრე ულუკმაპუროდაა დარჩენილი, მაგრამ ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პროცესები მიმდინარეობს," - განაცხადა ნიკა მელიამ.