დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნება. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის თქმით, როდესაც ვითარება სტაბილურობისკენ წავა, არჩევნების ჩატარებაზე ფიქრი შესაძლებელი იქნება.
"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კორონავირუსის გამო არჩევნებს საფრთხე არ შეექნება და დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ექიმები საუბრობენ, რომ სადღაც მაისის ბოლოსკენ უკვე სიტუაცია წავა სტაბილიზაციისკენ, უკვე მაისის ბოლოს ცხოვრება ასე თუ ისე ქვეყანაში ნორმალურად აღდგება.
იმედი მაქვს, რომ არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ობიექტურად ისეთი მძიმე ვითარება იქნა, რომ პანდემიის გამო არჩევნები ვერ ჩავატარეთ, ობიექტურად არჩევნების გადადებასაც გავიგებთ, მაგრამ არავის უნდა ქონდეს იმის ილუზია, რომ ხელოვნურად ხელისუფლების მხრიდან მოხდება საგანგებო ვითარების შენარჩუნება ან არჩევნების გადაწევა. დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივალთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.