18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ვიქტორ დოლიძემ ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრა

ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვირტუალური და არაფორმალური დიალოგი გაიმართა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მიშელ ბაშელესთან გამართულ შეხვედრაზე COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ევროპულ რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და მზადაა თავისი გამოცდილება პარტნიორ ქვეყნებსაც გაუზიაროს. მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არსებულ რთულ პირობებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხზე და იქ არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ისაუბრა მსოფლიოში პანდემიის გავლენაზე როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

"მივესალმებით გაეროს ძალისხმევას დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს COVID-19 თან ბრძოლაში. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან" - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ

დღის ამბები