18 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა- საქართველო, როგორც წარმატებული მაგალითი - Atlantico

ფრანგულმა გამოცმემა Atlantico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ და დემოკრატიულ სტაბილურობას მის საზღვრებში. სტატიის ავტორი, ბრუნო ალომარი, განიხილავს საქართველოს მაგალითს.

"ნება მიბოძეთ ხაზი გავუსვა ერთ ძალიან კონრეტულ მაგალითს - საქართველოს შემთხვევას. რა თქმა უნდა, აშკარა და ცხადია, რომ შავ ზღვას გეო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ზედ ევროკავშირის პარაპეტთან. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 2016 წლის აგვისტოში სწორედ ამან მისცა დასაბამი ე.წ. "სამი ზღვის ინიციატივას" (იგულისხმება ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვები), რათა 12 წევრი სახელმწიფოს ვაშინგტონის მოწონების ფონზე შეეზღუდა რუსეთის გავლენა რეგიონში და ეთანამშრომლა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. მაშინ, როდესაც ევროკავშირი - დროებით, მაგრამ მაინც - შეეშვა მოლაპარაკებების წარმოებას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, უნდა შევახსენოთ ბრიუსელს, რომ მას საქართველოსთან გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რაც მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს ორივე ხელმომწერს,"- აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმაღლეს დონეზე გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი,

"შეიძლება ასევე გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რასაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი და ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი გვახსენებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის გასვლის პერიოდში თან მაშინ, როდესაც ევროპის ერებს ენთუზიაზმის ნაკლებობა ემჩნევათ, ევროკავშირი მაინც იზიდავს ქვეყნებს. ციკლურობის თვალსაზრისით, რაც ევროკავშირისთვის ნიშანდობლივია - აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ეპიდემიას ჟამს საქართველომ უნახავ დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით და ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ვირუსით გარდაცვლილი არავინ ჰყავს,"- ნათქვამია სტატიაში. 

ავტორი ამტკიცებს, რომ ეკონომიკურად, საქართველო შეიძლება ამაყობს თავისი შესრულებით, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როგორც ამას მსოფლიო ბანკის შეფასება აჩვენებს.

"მსოფლიო ბანკის შეფასებები ამაზე მეტყველებს და ცხადყოფს, რომ საქართველოში კარდინალურად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი. თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების სიმარტივის ინტექსში" საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში).

პოლიტიკურ ჭრილში, საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს მიღწეული. აქ მნიშვნელოვანი ასპექტია კორუფციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება. ბიზნესის ანტი-კორუფციული პორტალის (იგულისხმება ევროპის კომისიის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია  გერმანულ-სკანდინავიურ-ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩართულობით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საზომად მიიჩნევა) თანახმად, „კორუფცია ძალიან დაბალ რისკს უქმნის საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილის მქონე უცხოურ კომპანიებს“. არც მეორე კვლევის მოსაზრებაა ნეიტრალური, რადგან „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ) 2019 წელს გამოქვეყნდა და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. მასში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის ისეთი წევრი სახელმწიფოების დონეზეა, როგორიცაა პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატებს (სერბეთი, ალბანეთი და კოსოვო) ბევრად უსწრებს  წინ.- ნათქვამია სტატიაში.

აქედან გამომდინარე, ავტორი ასკვნის: "შიდა უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და მისივე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრტარიული სტაბილურობა. როდესაც ისეთი პრო-ევროპული მთავრობები გამოჩნდებიან, რომელიც საქართველოს ჰყავს, ეს პოზიტიური მოვლენა ჯეროვნად უნდა იქნეს გაგებული, აღიარებული და დაფასებული."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


თუ თავისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში ევროკავშირი ამჟამად ალბათ ყველაზე უარესს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, მის წყაროს ათასობით კილომეტრის მოშორებით უნდა ეძიოს. ამის თვალსაჩინო დასტურია ქაოსის თეორეტიკოსებისადმი ედუარდ ლორენცის მიერ 1972 წელს გაზიარებული მოსაზრება მასზედ, რომ „ბრაზილიაში პეპლის ფრთის რხევამ ტეხასის შტატში შეიძლება ტორნადო გამოიწვიოს“.

ერთი შეხედვით ამაში ახალი ვითომდა არაფერია. შატობრიანს უკვე აწუხებდა კითხვა „როგორ ეპოვნა დედამიწაზე ადგილი, რომელიც საყოველთაობის ძალით იქნებოდა გაფართოებული და გლობუსის მცირე პროპორციებით იქნებოდა დაპატარავებული; რომელსაც თან ასე გაშმაგებით ეძებს ყველა“. ევროკავშირმა უკვე ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის უკრაინაში - ყირიმში - განვითარებული მოვლენები, შემდეგ - უფრო ახლო წარსულში - სირიის ამბები; რამდენჯერ ყოფილა მისი უსაფრთხოება, თუნდაც შიდა უსაფრთხოება, საფრთხის ქვეშ მისივე საზღვრებს მიღმა დაყენებული; რამდენჯერ გამოუცდიათ მისი უნარი ეშენებინა მყარი და ჯანსაღი ურთიერთობები მისივე მეზობლებთან. სწორედ ეს არის სამეზობლო პოლიტიკის მთელი არსი, რაც ხშირად არასწორად და კარიკატურულად წარმოჩინდება როგორც მისი მოსაზღვრე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების დარიგება.

ნება მიბოძეთ ხაზი გავუსვა ერთ ძალიან კონრეტულ მაგალითს - საქართველოს შემთხვევას. რა თქმა უნდა, აშკარა და ცხადია, რომ შავ ზღვას გეო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ზედ ევროკავშირის პარაპეტთან. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 2016 წლის აგვისტოში სწორედ ამან მისცა დასაბამი ე.წ. „სამი ზღვის ინიციატივას“ (იგულისხმება ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღები), რათა 12 წევრი სახელმწიფოს ვაშინგტონის მოწონების ფონზე შეეზღუდა რუსეთის გავლენა რეგიონში და ეთანამშრომლა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. მაშინ, როდესაც ევროკავშირი - დროებით, მაგრამ მაინც -   შეეშვა მოლაპარაკებების წარმოებას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, უნდა შევახსენოთ ბრიუსელს, რომ მას საქართველოსთან გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რაც მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს ორივე ხელმომწერს. 

შეიძლება ასევე გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რასაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი და ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი გვახსენებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის გასვლის პერიოდში თან მაშინ, როდესაც ევროპის ერებს ენთუზიაზმის ნაკლებობა ემჩნევათ, ევროკავშირი მაინც იზიდავს ქვეყნებს. ციკლურობის თვალსაზრისით, რაც ევროკავშირისთვის ნიშანდობლივია - აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ეპიდემიას ჟამს საქართველომ უნახავ დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით და ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ვირუსით გარდაცვლილი არავინ ჰყავს. 

წარსულის და საქართველოს ხელისუფლების სურვილების გარდა, რასაც პრო-ევროპული მოსახლეობაც აჟღერებს, ასევე ევროკავშირის მომავლის წინასწარ განსჯის გარეშე, ნიშანდობლივია  დავაკვირდეთ ისეთი ქვეყნის მიღწევებს, როგორიც საქართველოა. ეს მიღწევები საკმაოდ სასიამოვნოა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. 

ეკონომიკურ განზომილებაში თუ შევხედავთ, საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებულია.  მსოფლიო ბანკის შეფასებები ამაზე მეტყველებს და ცხადყოფს, რომ საქართველოში კარდინალურად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი. თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინტექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში).

პოლიტიკურ ჭრილში, საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს მიღწეული. აქ მნიშვნელოვანი ასპექტია კორუფციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება. ბიზნესის ანტი-კორუფციული პორტალის (იგულისხმება ევროპის კომისიის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია  გერმანულ-სკანდინავიურ-ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩართულობით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საზომად მიიჩნევა) თანახმად, „კორუფცია ძალიან დაბალ რისკს უქმნის საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილის მქონე უცხოურ კომპანიებს“. არც მეორე კვლევის მოსაზრებაა ნეიტრალური, რადგან „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ) 2019 წელს გამოქვეყნდა და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. მასში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის ისეთი წევრი სახელმწიფოების დონეზეა, როგორიცაა პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატებს (სერბეთი, ალბანეთი და კოსოვო) ბევრად უსწრებს  წინ.

ყოველივე აქედან იკვეთება დასკვნა: შიდა უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და მისივე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური  და დემოკრტარიული სტაბილურობა. როდესაც ისეთი პრო-ევროპული მთავრობები გამოჩნდებიან, რომელიც საქართველოს ჰყავს, ეს პოზიტიური მოვლენა ჯეროვნად უნდა იქნეს გაგებული, აღიარებული და დაფასებული.

დღის ამბები