18 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ნათია თურნავას განცხადებით ქართული წარმოების პირბადეებზე სააფთიაქო ქსელში დიდი მოთხოვნაა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეებზე სააფთიაქო ქსელში მოთხოვნა დიდია და ერთ-ერთ მათგანში უკვე 70%-იც ამოიყიდა. ნათია თურნავა პირბადეების ვიზუალთან დაკავშირებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირბადე მოდური აქსესუარი არაა და ის დაცვის საშუალებაა.

"ჩვენთვის ეს ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი. ჩვენი პირბადე გამოირჩევა იმით, რომ თითოეული ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, დოლბანდი იქნა შერჩეული დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით," - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადეების შექმნის პროცესზე დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ერთი პირბადე ჯდება 1.08 ლარი. მთავრობა პირბადეებისთვის საჭირო დოლბანდს უცხოეთში იძენს, რადგან სტრატეგიული პროდუქტია და დიპლომატიური ძალებით ხდება მოძიება და კომერციულ ფასად შეძენა. ხოლო,  პირბადის შეკერვა 60-70 თეთრამდე  ჯდება, დღგ-ს ჩათვლით.

თურნავას თქმით, სააფთიაქო ქსელები ეტაპობრივად მომარაგდება. 

დღის ამბები