საკრებულოს უმრავლესობის წევრები, სამშენებლო კომპანია "გრინლაიფის", "სოლო დეველოპმენტისა" და აუდიტის სამსახურის დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს 300-ზე მეტ ოჯახს გადასცემენ.
საკრებულო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება. კომპანიებმა ნობათი თბილისის საკრებულოში მიიტანეს, სადაც უმრავლესობის წევრებთან ერთად, თბილისის მერიც იმყოფებოდა.
"აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე. ასეთი, დაახლოებით, 1200 ოჯახია, რომელსაც პროდუქტები უკლებლივ გადაეცემათ, ჯერ ერთჯერადად და რამდენიმე დღეში, კვლავ ანალოგიურად განხორციელდება,"- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.